weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ბარსელონა“ რეშფორდს ყიდულობს

09:57 შაბათი, 27 აპრილი 2019

როგორც პოპულარული გამოცემა The Sun იუწყება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა ფორვარდის, მარკუს რეშფორდის შეძენას შეეცდება.

გამოცემის თანახმად, კატალონიელები მანჩესტერელთა ბოლოდროინდელი ჩავარდნით ისარგებლებენ და 21 წლის თავდამსხმელში „იუნაიტედს“ 115 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

რეშფორდის მიმდინარე კონტრაქტი მანჩესტერულ გრანდთან 2020 წლამდეა გათვლილი, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით, თუმცა „მანჩესტერი“ უკვე მუშაობს ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 347 ათას ევრომდე გაიზრდება.

მიმდინარე სეზონში მარკუს რეშფორდმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]