weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

თორნიკე შენგელიამ სეზონი დაასრულა

12:07 შაბათი, 27 აპრილი 2019 hits 405

საკალათბურთო ევროლიგის პლეი-ოფში მოსკოვის „ცსკა“-მ ანგარიშით 92:83 დაამარცხა თორნიკე შენგელიას კლუბი „სასკი ბასკონია“, სერია 3:1 მოიგო და ევროლიგის ნახევარფინალში გავიდა. „ბასკონია“ ტურნირს გამოეთიშა, რუსული კლუბი კი ბოლო 17 სეზონში მეთექვსმეტედ ითამაშებს ოთხთა ფინალში.

საქართველოს ნაკრების ლიდერი შენგელია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო. პარკეტზე გატარებულ არასრულ 24 წუთში „თოკომოტივმა“ 11 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

ევროლიგის ოთხთა ფინალს 17-19 მაისს ესპანეთი, ბასკეთის მხარის დედაქალაქი ვიტორია-გასტეისი უმასპინძლებს. 17 მაისს ნახევარფინალები გაიმართება, 19 მაისს კი მესამე ადგილისთვის შეხვედრა და ფინალი.

ოთხთა ფინალის ნახევარფინალში მოსკოვლეთა მეტოქე მადრიდის „რეალი“ იქნება, რეგულარული სეზონის ჩემპიონი „ფენერბაჰჩე“ კი „ბარსელონასა“ და „ანადოლუ ეფესს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, სადაც სერთო ანგარიში ჯერჯერობით 2:2 გახლავთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]