weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონია

12:48 კვირა, 28 აპრილი 2019 hits 719

კატალონიის „ბარსელონა“ ლა ლიგის გამარჯვებული ვადაზე ადრე გახდა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა შინ „ლევანტე“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ, სულ კი 26-ედ მოიპოვა.

„ლევანტეს“ წინააღმდეგ „კამპ ნოუზე“ მასპინძლები გადახალისებული შეამდგენლობით გავიდნენ, რადგან მოგეხსენებათ, ბარსელონელებს რამდენიმე დღეში უმნიშვნელოვანესი თამაში აქვთ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი ვალვერდემ ლიონელ მესი ჩართო თამაშში, რომელმაც შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და „ბარსას“ ჩემპიონის ტიტული გაუფორმა.

მიმდინარე პრიმერა დივიზიონში „ბარსელონას“ უახლოესი მდევარი მადრიდის „ატლეტიკოა“, რომელიც მას 9 ქულით ჩამორჩება. გათამაშების დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. 2018-2019 წლების ჩემპიონატის ბომბარდირთა სიას სათავეში ლიონელ მესი უდგას 34 გატანილი გოლით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]