weather cur horoscope tv
მაისი 29, 2020

ჩეხი ფეხბურთელი ავარიაში დაიღუპა

11:38 სამშაბათი, 30 აპრილი 2019 hits 347

თურქული საფეხბურთო კლუბ „ალანიასპორის“ ფეხბურთელები „ქაისერისპორთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ქალაქში დაბრუნებისას ავარიაში მოყვნენ. შემთხვევის შედეგად ჩეხეთის ნაკრების წევრი იოსეფ შურალი დაიღუპა, შვიდმა მოთამაშემ კი სერიოზული დაზიანებები მიიღეს.

ექიმები ჩეხი ფეხბურთელის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. თურქულმა კლუბმა ინფორმაცია დაადასტურა და ფეხბურთელის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

ამპლუით თავდამსხმელი იოსეფ შურალი 28 წლის იყო. ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობდა (20 მატჩი, 1 გოლი). „ალანიასპორში“ იგი იანვარში გადავიდა და თურქეთის ჩემპიონატის 9 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. იქამდე შურალი ჩეხურ კლუბებში - „ბრნოში“, ლიბერეცის „სლოვანსა“ და პრაღის „სპარტაში“ თამაშობდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]