weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მესის გენია და „ლივერპულის“ მარცხი

11:40 ხუთშაბათი, 02 მაისი 2019

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ნახევარფინალური შეხვედრა „კამპ ნოუზე“ შედგა. უაღრესად საინტერესო შეხვედრაში, რომელიც ბევრმა ქომაგმა და სპეციალისტმა ნაადრევ ფინალადაც შერაცხა, მასპინძელმა „ბარსელონამ“ მოახერხა და გატეხა იურგენ კლოპის გაწვრთნილი შესანიშნავ ფორმაში მყოფი „ლივერპული“.

მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო. გუნდები უპირატესობის მოპოვებასაც ცდილობდნენ, შეტევებსაც არ ერიდებოდნენ, თუმცა ერთმანეთს მაინც უფრთხოდნენ და რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მიდიოდა, იქამდე, სანამ ლუის სუარესმა 26-ე წუთზე მოულოდნელად არ გახსნა ანგარიში - ურუგვაელმა ფორვარდი ტექნიკურ პასს გამოეხმაურა და ყოფილი გუნდი დაამწუხრა. მერსისაიდელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი გოლს არ დაუბნევია, პირიქით - მთელ რიგ ეპიზოდებში მასპინძელ კატალონიელებზე უკეთაც გამოიყურებოდნენ.

მეორე ტაიმის სტარტზე „ბარსელონას“ გოლკიპერს ორი სეივის გაკეთება მოუწია, თითქოს „ლივერპულმა“ გოლი მოამწიფა, მაგრამ 75-ე წუთზე მეორე გაუშვა: სწრაფი შეტევისას სუარესი მუხლით ურტყამდა, ბურთი ხარიხამ უკუაგდო, იქვე კი ლიონელ მესი დახვდა და ცარიელ კარში გაიტანა. „ლივერპული“ ანერვიულდა, დიდი ძალებით წავიდა წინ, მაგრამ საპასუხო გოლის გატანა კვლავ ვერ მოახერხა. სამაგიეროდ რამდენიმე წუთში გაიტანა ისევ „ბარსამ“, ისევ მესიმ - ბრწყინვალედ შესრულებულული საჯარიმო დარტყმით და იურგენ კლოპის გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „ბარსელონას“ მაისურით საიუბილეო მე-600 გოლი გაიტანა, მიმდინარე ტურნირზე კი პირადი მონაგარი 12 გოლამდე გაზარდა. საფინალო სასტვენამდე კატალონიურ გრანდს კიდევ მართებდა გოლის გატანა, როდესაც რიცხვობრივი უპირატესობით გამოიჭირა მეტოქე კონტრშეტევებზე, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ „ბარსელონამ“ სოლიდური გამარჯვება მოიპოვა თამაშში, რომლის მიმდინარეობისას უმრავლესობა ამ ანგარიშს ვერ იფიქრებდა, რადგან „ლივერპული“ ტოლს არ უდებდა მასპინძლებს, თუმცა არსებობს მესის გენია და შედეგიც ისეთი დაფიქსირდა, განმეორებითი შეხვედრისთვის „წითლები“ უფრო მეტად ფორტუნის იმედად უნდა იყვნენ.

 

ამ თემაზე:

„აიაქსს“ ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]