weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

ბაქოში ლონდონური ფინალი შედგება

15:27 პარასკევი, 10 მაისი 2019 hits 569

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ფინალისტები ევროპა ლიგაზეც გამოვლინდა და პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ანალოგიურად, UEFA-ს რანგით მეორე გათამაშების ფინალურ მატჩშიც ერთმანეთის პირისპირ ინგლისური საფეხბურთო კლუბები წარდგებიან.

ვალენსია-არსენალის დაპირისპირებაში მასპინძელ ესპანელებს ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდათ. „ვალენსიამ“ კარგად დაიწყო და ანგარიშიც კევინ გამეირომ გახსნა, მაგრამ შემდეგ ლონდონურმა გუნდმა ორი გოლის გატანა შეძლო. მეორე ნახევარში „ღამურებმა“ კვლავ გამეიროს გოლით გაათანაბრეს, თუმცა გამარჯვება „არსენალს“ დარჩა, რაც პიერ-ემერიკ ობამეიანგის დამსახურებაა - გაბონელმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და უნაი ემერის გუნდმაც ბაქოში წასასვლელი ბილეთი იოლად გაიფორმა.

საინტერესოდ წარიმართა მოვლენები ლონდონის „სტემფორდ ბრიჯზე“, სადაც „ჩელსი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუხვდა. მატჩის ძირითად დროში ზუსტად იგივე ანგარიში დაფიქსირდა, რითაც გუნდებმა წინა კვირას დაასრულეს შეხვედრა - 1:1. ლონდონელებს გოლი ამჯერადაც სეზონის ერთ-ერთმა აღმოჩენამ, სერბმა ლუკა იოვიჩმა გაუტანათ. გამარჯვებულის ვინაობა დამატებითმა დრომ ვერ გამოავლინა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც „ჩელსის“ ახალგაზრდა ესპანელმა გოლკიპერმა, კეპა არისაბალაგამ იყოჩაღა და ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

ამრიგად, 29 მაისს, ევროპა ლიგის ფინალში, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ერთმანეთის პირისპირ ორი ლონდონური გუნდი, „ჩელსი“ და „არსენალი“ წარდგებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]mail.com