weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

პანკისელი ქერიმ მაჩალიკაშვილი კიევის საერთაშორისო ტურნირის ფინალში იჭიდავებს

13:38 შაბათი, 11 მაისი 2019 hits 2635

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების წევრი, 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქერიმ მაჩალიკაშვილი კიევის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა.

მაჩალიკაშვილმა საფინალო გზაზე უკრაინელები – ვიტალი ფუგლაევი და ტმიტრო კოსენოკი, ნახევარფინალში კი ყაზახი ჟოლტბაი ტოკბაევი დაამარცხა.

ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, ფინალური შეხვედრები, სადაც ჩემპიონობისთვის ქერიმ მაჩალიკაშვილი იბრძოლებს, დღეს, 11 მაისს, 19:00 საათიდან დაიწყება. დღესვე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ დავით ბაკურაძე (63 კგ), იური ლომაძე (72 კგ) და გივი თევდორაძე (97 კგ).

უკრაინის დედაქალაქ კიევში „სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა ხსოვნის“ რიგით 23-ე საერთაშორისო ტურნირმა სტარტი გუშინ, 10 მაისს აიღო. შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების სამი წევრი – ქერიმ მაჩალიკაშვილი, ზურაბ ერბოწონაშვილი და ავთანდილ კენჭაძე – ფინალში გავიდა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგება – ერთმანეთს ერბოწონაშვილი და კენჭაძე შეერკინებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]