weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

7 შეხვედრა და 7 გამარჯვება: ტოჩინოშინი შეუჩერებელია

14:51 შაბათი, 18 მაისი 2019

ლევან გორგაძე ნაცუ ბაშოზე ბრწყინვალე ასპარეზობას აგრძელებს. ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოტორიმ ტოკიოს სუპერტურნირზე ჩატარებული შვიდი ორთაბრძოლიდან ყველა მოიგო და მიმდინარე ბაშოს იოკოზუნა კაკურიუსთან ერთად ლიდერობს.

ნაცუ ბაშოს მე-6 დღეს, დასავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე ტოჩინოშინის მეტოქე ვეტერანი იაპონელი, დასავლეთის პირველი მაეგაშირა სახელად კოტოშოგიკუ იყო. ამ გამარჯვებით გორგაძემ მასთან ურთიერთშეხვედრებში არსებული პირადი ბალანსი შეამცირა (10:24).

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე ენდო იქნება, რომელიც მიმდინარე სუპერტურნირზე ცუდად ასპარეზობს და 2 გამარჯვების საპასუხოდ 5 მარცხი აქვს. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, მათ შორის თანაფარდობაა 4:4.

დადებითი ბალანსით გამოდის ნაცუ ბაშოს რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში მოასპარეზე გაგამარუც - თეიმურაზ ჯუღელის მოგება-წაგებათა ბალანსი 5/2 გახლავთ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]