weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

19-წლამდელთა ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

11:48 კვირა, 09 ივლისი 2017

საქართველოში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხ თანატოლებთან დამარცხდა და გათამაშება ნაადრევად, ქვეჯგუფში გამოსვლით დაასრულა.

ჩეხებმა მასპინძელ ქართველებზე უკეთ ითამაშეს და მოგება დაიმსახურეს. აშკარა იყო, რომ სტუმართა მწვრთნელ იან სუხოპარეკს მეტოქე გუნდი კარგად ჰყავდა შესწავლილი - უპირველესად, ჭაბუკ „ჯვაროსანთა“ ლიდერების, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი არაბიძის განეიტრალებაზე იზრუნა და წარმატებასაც მიაღწია.

ორივე გოლი ჩეხთა კაპიტან მიხალ სადილეკის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა. ჯერ ონდრეი შაშინკამ გაიტანა თავით, მერე კი - ლიბორ ჰოლიკმა ფეხით ერთ შეხებაში. ორივე შემთხვევაში მეტოქე ფეხბურთელი თავისუფალი იყო და ცხადია, გიორგი ყიფიანის გუნდისგან მეტი კონცენტრაცია იყო საჭირო.

ჰოლიკის გოლის შემდეგ უსიამოვნო ფაქტი მოხდა - ტრიბუნიდან ბოთლები ისროლეს, მსაჯსაც რაღაც საგანი მოარტყეს და თამაში შეწყდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რაიმე სანქცია თუ მოყვება ქართველი გულშემატკივრის საქციელს.

ამრიგად, A ჯგუფიდან ნახევარფინალურ პლეი-ოფში ბრძოლას პორტუგალია და ჩეხეთი განაგრძობენ, საქართველომ კი ევროტურნირზე ასპარეზობა ქვეჯგუფშივე დაასრულა.

8 ივლისი, თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, დასწრება: 25 000

ჩეხეთი - საქართველო 2:0

ჩეხეთი: იედლიჩკა, ხალუში, კრალი, ხვეია (გრანეჩნი 66), ჰოლიკი (ფრანტიშეკი 90+3), მარეჩეკი, სადილეკი, ტიშლერი, ჰაველკა, შაშინკა, ტურინა (გრაიციარი 81).

მწვრთნელი: იან სუხოპარეკი

საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი, ბურჯანაძე, კობოური, ლაკვეხელიანი, კუცია, ქოჩორაშვილი (საღრიშვილი 74), სამურკასოვი (არველაძე 67), არაბიძე, ჩაკვეტაძე, კოხრეიძე (ჩოგაძე 84).

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

გოლები: შაშინკა (45+1), ჰოლიკი (70).

გაფრთხილება: ხვეია (55), ბურჯანაძე (61).

მსაჯი: მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენი (დანია)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]