weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ტოჩინოშინი მეორედ დამარცხდა

14:26 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019

სუმოს სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მეორე მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. შეჯიბრის მე-11 დღეს ქართველი სეკივაკეს მეტოქე იაპონელი მაეგაშირა სახელად აბი იყო.

ტოჩინოშინი აბის აქამდე სამჯერ იყო შეხვედრილი და სამჯერვე ყავდა იგი დამარცხებული. დღევანდელი მარცხით გორგაძის მოგება-წაგებათა ბალანსი 9/2 გახდა, აბის კი 7/4 გაუხდა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეისეი იქნება, რომელსაც ქართველი სუმოისტი აქამდე არასოდეს შეხვედრია.

ლევან გორგაძის მსგავსად დამარცხდა იოკოზუნა კაკურიუ და მასაც ბალანსი 9/2 გაუხდა. ამრიგად, მიმდინარე ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი ყავს - ასანოიამა, რომელსაც 10 მოგება და 1 მარცხი აქვს მონაგარში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]