weather cur horoscope tv
მაისი 28, 2020

კვერკველია და კვარაცხელია რუსეთის თასს დაეუფლნენ

14:03 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019 hits 313

მოსკოვის „ლოკომოტივმა“, რომლის რიგებშიც სოლომონ კვერკველია და ხვიჩა კვარაცხელია გამოდიან, რუსეთის თასი მოიგო. სამარაში გამართულ ფინალურ შეხვედრაში „რკინიგზელებმა“ ეკატერინბურგის „ურალი“ დმიტრი ბარინოვის პირველ ტაიმში გატანილი გოლით დაამარცხეს.

აღნიშნულ მატჩში კვერკველიას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, კვარაცხელია კი თამაშში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფიოდორ სმოლოვის ნაცვლად ჩაერთო.

საბა კვირკველიამ რუსეთის თასი მესამედ მოიგო (მეორედ „ლოკომოტივის“ რიგებში, ერთხელ კი - ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში), 18 წლის ქართველი შემტევისთვის ეს პირველი ტიტულია.

რაც შეეხება უშუალოდ მოსკოვის „ლოკომოტივს“, იური სიომინის გაწვრთნილი გუნდი რუსეთის თასს ისტორიაში მერვედ დაეუფლა.

აქვე გეტყვით, რომ წინა კვირას დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა, წინა სეზონის მსგავსად, უკრაინის ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]