weather cur horoscope tv
იანვარი 21, 2021

ლიონელ მესი „ოქროს ბუცის“ რეკორდსმენია

11:23 შაბათი, 25 მაისი 2019 hits 717

„ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი წლის საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი „ოქროს ბუცის“ ჯილდოს მფლობელი მეექვსედ გახდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ესპანეთის ჩემპიონატში 36 გოლი გაიტანა, რაც სხვა ქვეყნების ჩემპიონატების ბომბარდირებს შორის საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია, რომ მესი ხსენებული ტროფეის ყველაზე მეტჯერ მფლობელია.

წელს მესის დაწევის შანსი კილიან მბაპეს ჰქონდა. ლიგა 1-ის ბოლო ტურში ფრანგ ფორვარდს „რეიმსთან“ მინიმუმ 4 გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ მხოლოდ 1 გაიტანა („პსჟ“ 1:3 დამარცხდა) და მესი მიუწვდომელი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ მესიმ ზედიზედ მესამედ მოიგო ევროპის სპორტული მედიის (ESM) მიერ დაწესებული „ოქროს ბუცი“, რაც აქამდე ასევე არავის გაუკეთებია. ექვსჯერ მოგებული ჯილდოს მაჩვენებელი კი შემდეგნაირია:

2009-2010 წლების სეზონი: 34 გოლი

2011-2012 წლების სეზონი: 50 გოლი

2012-2013 წლების სეზონი: 46 გოლი

2016-2017 წლების სეზონი: 37 გოლი

2017-2018 წლების სეზონი: 34 გოლი

2018-2019 წლების სეზონი: 36 გოლი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]