weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ასანოიამას საეჭვო ჩემპიონობა და ქართველთა შესრულებული მისია

10:39 ორშაბათი, 27 მაისი 2019

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართული სუპერტურნირი ნაცუ ბაშო სენსაციურად დასრულდა - იმპერატორის თასს მე-8 მაეგაშირა ასანოიამა დაეუფლა, რაც განხილვის საგნად უკვე იქცა. ქართველმა სუმოტორებმა, ტოჩინოშინმა და გაგამარუმ კი ტოკიოს ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულეს.

ასანოიამა ბოლო დღეს დამარცხდა, თუმცა ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოგება-წაგებათა საუკეთესო ბალანსი (12/3) მხოლოდ მას ქონდა. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც უკვე უდიდეს სკანდალად იქცა სუმოს სამყაროში, ასანოიამას ტოჩინოშინთან მოგება ჩაუთვალეს. კულუარებში საუბრობდნენ, რომ იაპონიაში ახლახანს დამდგარი ახალი საიმპერატორო ეპოქის (რეივა) გამო სუმოს მამებს სურდათ, ბაშოს გამარჯვებული ეროვნებით იაპონელი ყოფილიყო, ამიტომაც იწვევს ეჭვს ყველა დროის საუკეთესო სუმოტორის, მონღოლი იოკოზუნა ჰაკუჰოს არყოფნა ამ ბაშოზე, ტოჩინოშინისა და მეორე იოკოზუნას, ასევე მონღოლი კაკურიუს წარუმატებლობა და ასანოიამას ჩემპიონობა.

იმპერატორის თასი ასანოიამას იაპონიაში ვიზიტად მყოფმა დონალდ ტრამპმა გადასცა.

ნაცუ ბაშოს ბოლო საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძეც დამარცხდა, თუმცა 10 მოგებისა და 5 მარცხის წყალობით ოძეკის ტიტული მაინც დაიბრუნა.

ასევე დადებით ბალანსზე (კაჩი კოში) დაასრულა გამოსვლა რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, რომელმაც 9 მოგების წილ 6 მარცხი დააგროვა.

მომდევნო ბაშო 7-21 ივლისს გაიმართება და მას იაპონიის ქაალქი ნაგოია უმასპინძლებს. მანამდე კი სუმოს ტრადიციული რეიტინგი ბანძუკე გამოქვეყნდება, სადაც სუმოტორებს ახალი ტიტულები და წოდებები ექნებათ მინიჭებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]