weather cur horoscope tv
იანვარი 21, 2021

ალეგრი „ბარსელონაში“ სამუშაოდ მზადაა

12:10 სამშაბათი, 28 მაისი 2019 hits 364

ტურინის „იუვენტუსიდან“ ახლახანს წასული მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მზადაა, კატალონიის „ბარსელონას“ სათავეში ჩაუდგეს.

51 წლის იტალიელი სპეციალისტი „ბიანკონერისთან“ გამოთხოვების შემდეგ არ აპირებს დასვენებას და მზადაა, კონტრაქტი გრანდთან გააფორმოს.

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელ გულშემატკივართა დიდი ნაწილი ერნესტო ვალვერდეს მუშაობით უკმაყოფილოა, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მაინც არ აპირებს მის გათავისუფლებას. მასიმილიანო ალეგრი კი მზადაა, „ბარსელონას“ ბოსებს ვალვერდეს გათავისუფლების შემთხვევაში საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ სეზონში ალეგრიმაც და ვალვერდემაც თავიანთ კლუბებში მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონატები მოიგეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]