weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

ვლადიმირ ვაისმა „ჯვაროსნების“ შემადგენლობა დაასახელა

16:20 სამშაბათი, 28 მაისი 2019 hits 322

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. გიბრალტარსა და დანიასთან შეხვედრებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: მოსკოვის „ლოკომოტივის“ 18 წლის ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია.

„ჯვაროსნების“ შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი), დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი), გია გრიგალავა (ტულას არსენალი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (ბათუმის დინამო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის ვისლა, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (მოსკოვის ლოკომოტივი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია).

ვლადიმირ ვაისის გუნდი 1-ელ ივნისს შეიკრიბება. საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართება.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი საქართველოსა და გიბრალტარს შორის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 7 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება, დანია-საქართველო კი 10 ივნისს, კოპენჰაგენში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

ამ თემაზე:
„ჯვაროსნების“ მეტოქემ შემადგენლობა დაასახელა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]