weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ყოფილი მოკრივე რეპერ Jay-Z-ს სასამართლოში უჩივის

11:24 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

ყოფილი მოკრივე დანიელ ფრანკო ჰიპ-ჰოპის ცოცხალ ლეგენდას, Jay-Z-ს უჩივის. 27 წლის მოკრივე Roc Nation Sports-ის წარმომადგენელი იყო, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ Jay -Z გახლავთ.

ფრანკოს განცხადებით, საპრომოუტერო კომპანიამ მას 79 დღეში 3 ბრძოლის ჩატარება აიძულა. მისი თქმით, მესამე ბრძოლაში გაბზარული თავის ქალითა და თავში სისხლდენით გავიდა. 2017 წლის 10 ივნისს შემდგარი ეს დაპირისპირება ჟოზე ჰაროსთან წააგო და კომაში აღმოჩნდა.

დანიელ ფრანკო, რომელიც ირწმუნება, რომ მას დღემდე აქვს ფიზიკური პრობლემები, ამბობს, რომ Roc Nation Sports-ის წარმომადგენლები მისი კალენდრის შედგენისას დაუდევრად მოიქცნენ, საჭირო სამედიცინო შემოწმება არ გაატარეს და რინგზე რამდენჯერმე მოუმზადებელი გავიდა.

დანიელ ფრანკოს ზარებს კომპანიაში დღემდე არ პასუხობენ. ასევე უცნობია ამ საკითხზე Roc Nation Sports-ის ოფიციალური პოზიცია.

დანიელ ფრანკომ კარიერა 16 მოგებითა და 3 წაგებით დაასრულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]