weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სერხიო რამოსმა ჩინეთსა და „რეალს“ შორის არჩევანი გააკეთა

11:02 პარასკევი, 31 მაისი 2019

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა გადაწყვეტილება შეცვალა და მადრიდის „რეალში“ დარჩენა კარიერის ბოლომდე გადაწყვიტა. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ესპანელ მცველს ზაფხულში „სამეფო კლუბის“ დატოვება და თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩინეთში გადაბარგება სურდა, საიდანაც მიმზიდველი წინადადება მიიღო.

კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელს მკაფიოდ მიანიშნა, რომ კაპიტნისთვის კონტრაქტის გაწყვეტა და გუნდიდან გაშვება, სამომავლოდ კლუბის რეპუტაციას საფრთხეს შეუქმნიდა.

ახლა კი ახალი ცნობის თანახმად, პერესი და რამოსი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღეს.

სერხიო რამოსს „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „სამეფო კლუბის“ ღირსებას იგი 2005 წლის ზაფხულიდან იცავს, როდესაც „ბლანკოსს“ „სევილიადან“ შეუერთდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]