weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ბარსელონა“, კოუტინიო და ნეიმარის სატრანსფერო საგა

12:57 პარასკევი, 31 მაისი 2019

საფეხბურთო გრანდი „ბარსელონა“ ზაფხულში ნეიმარის დაბრუნებასა და ფილიპე კოუტინიოს გაშვებაზე ფიქრობს. როგორც ირკვევა, კატალონიაში დაბრუნება თავად ნეიმარს სურს, კოუტინიო კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება.

ნეიმარი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წელს გადავიდა, თუმცა პარიზული კლუბის ამბიციური გეგმა, ევროპის მასშტაბით დომინირებაზე, ჩაიშალა: გუნდის საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალია. რასაკვირველია, „პსჟ“-მ სამშობლოში შიდა ტიტულები მოიგო, თუმცა ეს დამაკმაყოფილებელი არც ხელმძღვანელობისთვისაა და არც თავად ვარსკვლავი ფეხბურთელებისთვის.

როგორც ჩანს, ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი უკვე დარწმუნდა, რომ პარიზში გადაბარგებამ მის კარიერის განვითარებას ხელი შეუშალა და რაც მეტი დრო გადის, მას კლუბის გამოცვლა მით უფრო სურს.

რაც შეეხება ფილიპე კოუტინიოს, მისი ახალი ნავთსაყუდელი დიდი ალბათობით ისევ პრემიერ ლიგა გახდება, რადგან „ჩელსიმ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკმაოდ სარფიანი წინადადებებით მიმართეს კატალონიურ გრანდს. ლონდონში კოუტინიო ედენ აზარის შემცვლელად ესახებათ - ბელგიელი ვარსკვლავი მადრიდის „რეალში“ გადადის, თუმცა კოუტინიოს ტრანსფერი „ჩელსის“ სატრანსფერო აკრძალვაზეა დამოკიდებული, რომელიც გასაჩივრების შემდეგ შესაძლოა გადაავადონ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემთხვევაში კი საქმეს ის ართულებს, რომ „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩნენ.

პრემიერ ლიგის გარდა კი ბოლო დღეებში კოუტინიოს შესახებ კიდევ ერთი ვერსია ვრცელდება, რაც ზემოთხსენებულ ნეიმარს უკავშირდება - შესაძლოა, ბრაზილიელთა გაცვლა მოხდეს, ანდა ნეიმარის სანაცვლოდ კატალონიელებმა პარიზელებს უსმან დემბელე შესთავაზონ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]