weather cur horoscope tv
მაისი 29, 2020

ხოსე ანტონიო რეიესი ავტოავარიაში დაიღუპა

15:25 შაბათი, 01 ივნისი 2019 hits 606

ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი, ახლო წარსულში „სევილიას“, ლონდონის „არსენალის“, მადრიდის „რეალის“, მადრიდის „ატლეტიკოს“, „ესპანიოლისა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ წევრი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ფეხბურთელი 35 წლის იყო.

უბედური შემთხვევა ესპანეთის სამხრეთით, ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქ უტრერაში მოხდა.

ხოსე ანტონიო რეიესი ბოლო სეზონში „ესტრემადურაში“ თამაშობდა. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში იგი 2003-2006 წლებში გამოდიოდა და 21 მატჩში 4 გოლი ჰქონდა გატანილი. რაც შეეხება მის ტიტულებს, იგი იყო ესპანეთის ჩემპიონი, ინგლისის ჩემპიონი, ინგლისის ასოციაციის თასის მფლობელი, პორტუგალიის თასის მფლობელი, ევროპა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული და UEFA-ს სუპერ თასის მფლობელი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]