weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გამოქვეყნდა ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები

10:53 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშება უკვე ისტორიად იქცა. UEFA-მ დასრულებული სეზონიდან სიმბოლური ნაკრებისთვის 20 ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთაგან ყველაზე მეტს ჩემპიონი „ლივერპული“ წარმოადგენს.

ტრიუმფატორი „წითლების“ ექვსეულის შემდეგ 5 ფეხბურთელი მოხვდა სიმბოლურში ამსტერდამის „აიაქსიდან“, ხოლო სამიც - ფინალისტი „ტოტენჰემიდან“.

2018-2019 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები შემადგნაირია:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა).

მცველები: ვირჯილ ვან დეიკი, ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი, ენდრიუ რობერტსონი (სამივე - ლივერპული), მატეის დე ლიგტი (აიაქსი), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი).

ნახევარმცველები: ჰაქიმ ზიეში, ფრენკი დე იონგი, დავიდ ნერესი (სამივე - აიაქსი), კევინ დე ბრუინი, რაჰიმ სტერლინგი (ორივე - მანჩესტერ სიტი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ლივერპული), მუსა სისოკო (ტოტენჰემი), ტანგი ნდომბელე (ლიონი).

თავდამსხმელები: დუშან ტადიჩი (აიაქსი), ლიონელ მესი (ბარსელონა), სადიო მანე (ლივერპული), კრისტიანო რონალდო (იუვენტუსი), ლუკას მოურა (ტოტენჰემი).

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ბომბარდირი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც 12 გოლი 10 მატჩში გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ლივერპულმა“ რეკორდული თანხა - 113 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]