weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სიღნაღელი ჯიმი ნანდოშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

16:16 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

საქართველოს ნაკრებმა ათლეტიზმის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტოკიოში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, რომელშიც 40-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, ჩემპიონი სიღნაღში მცხოვრები ჯიმი ნანდოშვილი გახდა.

83 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დავით გაბელაია დაეუფლა, ხოლო 23 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ჯიმი ნანდოშვილი (83 კგ) გახდა, რომელმაც მსოფლიო რეკორდი (205.5 კგ) დაამყარა. 66 და 83 კგ წონით კატეგორიებში მე-7 ადგილებზე გავიდნენ გიორგი ბეჟაშვილი და შალვა ყარალაშვილი, ხოლო ლევან გილიგაშვილი (83 კგ) ტრავმის გამო გამოეთიშა ასპარეზობას.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ზურაბ ჭავჭანიძისა და შოთა ბეჟაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა უფროსებში მე-10, ხოლო 23 წლამდელთა შორის მე-7 ადგილი დაიკავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]