weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

კრისტიანო რონალდომ პორტუგალია ფინალში გაიყვანა

10:32 ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019 hits 576

პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის ფინალშია, რაც მთლიანად გუნდის კაპიტნისა და ლიდერის, კრისტიანო რონალდოს დამსახურებაა. 34 წლის სუპერფორვარდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გადამწყვეტ მომენტებში ინიციატივის საკუთარ თავზე აღება საუკეთესოდ ეხერხება.

პორტუგალია-შვეიცარიის ნახევარფინალური მატჩი, რომელიც პორტოში „ესტადიო დო დრაგაოზე“ შედგა, ერთი შეხედვით ლოგიკური ყაიმით სრულდებოდა, მაგრამ რონალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ნაკრები ფინალში გაიყვანა. 

„იუვენტუსის“ ლიდერმა პირველ ტაიმში საჯარიმო დარტყმა ჩინებულად შეასრულა და ანგარიში გახსნა, რასაც მეორე ნახევრის დასაწყისში რიკარდო როდრიგესმა ცოტა საკამათო სიტუაციაში დანიშნული პენალტით უპასუხა. თამაშიც ისეთი სცენარით გაგრძელდა, თითქოს ფრე და დამატებითი დრო გარდაუვალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რონალდომ მატჩის მიწურულს კიდევ ორჯერ გაიტანა და ყველაფერი გადაწყვიტა.

კრისტიანო რონალდოს კარიერაში ეს 53-ე ჰეთ-თრიქი გამოდგა, ეროვნულ გუნდში კი უკვე 88 გოლი დაუგროვდა, რაც ამ ქვეყნის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდომ ერთა ლიგაზე პირველი მატჩი ჩაატარა, რადგან ჯგუფურ ეტაპზე მას საერთოდ არ უთამაშია.

პორტუგალია ფინალში, რომელსაც ასევე პორტო უმასპინძლებს, ინგლისი-ჰოლანდიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]