weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ევრო 2020: საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩები გაიმართა

11:19 შაბათი, 08 ივნისი 2019

საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ ევროპის ქვეყნებში კონტინენტის პირველობის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა, რომელთა შორის აღსანიშნავია დანიის მიერ დაკარგული ქულები და უკრაინელთა ხმაურიანი გამარჯვება.

A ჯგუფში ლიდერი ინგლისის გარდა შეხვედრები დანარჩენმა გუნდებმა გამართეს, რომლებიც პრაქტიკულად ქვეჯგუფში მეორე ადგილისთვის იბრძვიან. ჩეხებმა ბულგარელებისგან შინ სწრაფი გოლი გაუშვეს, თუმცა შემდეგ პატრიკ შიკმა თითო ტაიმში თითო ბურთი გაუტანა მეტოქეს და მასპინძლებმა საჭირო სამი ქულა აიღეს, ჩერნოგორიელებმა კი კოსოვოსთან ქულები გაიყვეს.

A ჯგუფი:

ჩეხეთი 2:1 ბულგარეთი

მონტენეგრო 1:1 კოსოვო

 

B ჯგუფში, სადაც ფავორიტად პორტუგალიის ნაკრები მოიაზრება, ლიდერად უკრაინა იქცა. ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილი გუნდი ლვოვში მთავარ კონკურენტს, სერბეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა და პრინციპული მეტოქე ყველასათვის მოულოდნელად 5:0 გაანადგურა - დუბლები შეასრულებს კიევის „დინამოელმა“ ვიქტორ ციგანკოვმა და „შალკეს“ წევრმა ანდრეი კონოპლიანკამ, ერთი გოლი კი „გენტში“ ჩაკვეტაძესა და ქვილითაიას თანაგუნდელმა რომან იარემჩუკმა მიითვალა.

B ჯგუფი:

უკრაინა 5:0 სერბეთი

ლიეტუვა 1:1 ლუქსემბურგი

 

D ჯგუფში, სადაც „ჯვაროსნები“ გამოდიან, დანიამ შინ ირლანდიასთან დაკარგა ქულები, რაც შესაძლოა ძვირადაც დაუჯდეს. ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 76-ე წუთზე პიერ-ემილ ჰოიბიერგის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ირლანდიამ 9 წუთში შეინ დაფიმ გაათანაბრა და ქვეჯგუფში პირველ ადგილზე 7 ქულით ირლანდია დარჩა, თანაც მიკ მაკკართის კრებული რამდენიმე დღეში, დუბლინში უსუსტეს გიბრალტარს უმასპინძლებს და ლიდერობას კიდევ უფრო გაიმყარებს.

D ჯგუფი:

საქართველო 3:0 გიბრალტარი

დანია 1:1 ირლანდია

 

მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა F ჯგუფში, სადაც ესპანეთი გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა ფარერებზე და გამარჯვება იოლად მოიპოვა, ნორვეგიამ შინ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა რუმინეთთან, რომლის რიგებში კლაუდიუ კეშერუ დუბლით გამოირჩა და ლოგიკური ყაიმი დააფიქსირა, შვედებმა კი საკუთარ მოედანზე მალტა უპრობლემოდ დაამარცხეს.

F ჯგუფი:

ფარერის კუნძულები 1:4 ესპანეთი

ნორვეგია 2:2 რუმინეთი

შვედეთი 3:0 მალტა

 

ისრაელის ნაკრები აღარ ხუმრობს, უფრო სწორად კი გუნდის ვეტერანი ერან ზაჰავი, რომელმაც წინა ტურის მსგავსად ამჯერადაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ებრაელებმაც სანატრელი საგზურისთვის ბრძოლაში მორიგი ნაბიჯი გადაგდეს წინ. ჩინურ „გუანჯოუში“ მოასპარეზე ზაჰავის შესარჩევი ციკლის სამ განვლილ ტურში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი, მისი ნაკრები კი მეორე ადგილზეა და პოლონეთს ჩამორჩება, რომელმაც ამჯერადაც მინიმალური სხვაობით შეძლო გამარჯვება - სკოპიეში ერთადერთი გოლი „მილანელმა“ კჟიშტოფ პიონტეკმა შეაგდო. მოიგო ავსტრიამაც, რომელმაც დასუსტებული სლოვენია გვიდო ბურგშტალერის გოლით გვიან გატეხა.

G ჯგუფი:

ლატვია 0:3 ისრაელი

ჩრდილოეთ მაკედონია 0:1 პოლონეთი

ავსტრია 1:0 სლოვენია

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]