weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მამა-შვილთა გოლები საქართველოს ნაკრებში

13:48 შაბათი, 08 ივნისი 2019

ვატო არველაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი მეორე შეხვედრაშივე გაიტანა. ამ გოლით ვატო და რეზო არველაძეები მესამე მამა-შვილი გახდნენ, რომლებმაც ეროვნული გუნდის მაისურით მოახერხეს გოლის გატანა.

საინტერესოა ისიც, რომ ქვეყნის პირველ გუნდში გოლი ვატოს ბიძებს - შოთასა და არჩილსაც გაუტანიათ, ანუ არველაძე ყველაზე შედეგიანი საფეხბურთო გვარია ეროვნული გუნდის ისტორიაში, რადგან საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი სწორედ შოთა არველაძეა.

რაც შეეხება სხვა მამა-შვილ მეგოლეებს, პირველი მამა-შვილი, რომლებმაც ნაკრების რიგებში გოლი გაიტანეს, გია და სანდრო გურულები არიან, მათ შემდეგ კი იგივე კახი და ნიკა კაჭარავებმა მოახერხეს. აქვე გეტყვით, რომ გურულების, კაჭარავებისა და არველაძეების გარდა ნაკრებში ორ მამა-შვილს უთამაშიათ: კახი და ბაჩანა ცხადაძეებსა და ოთარ და ლევან კორღალიძეებს.

საქართველოს ნაკრების ისტორიაში მამა-შვილთა გოლები ასეთია:

გურულები:

გია გურული (4 მატჩი, 1 გოლი)

სანდრო გურული (6 მატჩი, 1 გოლი)

კაჭარავები:

კახი კაჭარავა (3 მატჩი, 2 გოლი)

ნიკა კაჭარავა (17 მატჩი, 1 გოლი)

არველაძეები:

რევაზ არველაძე (11 მატჩი, 1 გოლი)

ვატო არველაძე (2 მატჩი, 1 გოლი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]