weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

პორტუგალია ერთა ლიგის გამარჯვებულია

10:28 ორშაბათი, 10 ივნისი 2019

ევროპის მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიის ეროვნული ნაკრები, კიდევ ერთი ევროპული ტიტული მფლობელი გახდა. ფერნანდო სანტოსის გაწვრთნილმა გუნდმა UEFA-ს ერთა ლიგის ფინალში ჰოლანდია დაამარცხა და ისტორიული პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა.

ფინალურ მატჩში, რომელიც პორტოში „ესტადიო დო დრაგაოზე“ შედგა, ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გავიდა - „ვალენსიელი“ გონსალო გედესის ძლიერ დარტყმას მეკარე იასპერ სილესენმა ვერაფერი მოუხერხა. უშუალოდ თამაშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სიტუაციას მეტწილად პორტუგალია აკონტროლებდა. მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ და გამარჯვებაც დაიმსახურეს.

პორტო, „ესტადიო დო დრაგაო“, 43 199 მაყურებელი

პორტუგალია - ჰოლანდია 1:0

პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიო; სემედო, რ. დიასი, ჟოზე ფონტე, რ. გერეირო; დანილო პერეირა, ვ. კარვალიო (რ. ნევესი 90+3), ბ. ფერნანდესი (ჟ. მოუტინიო 81 ); კ. რონალდო, გედესი (რ. სილვა 75), ბ. სილვა.

მწვრთნელი: ფერნანდო სანტოსი

ჰოლანდია (4-3-3): სილესენი; დუმფრისი, დე ლიგტი, ვან დეიკი, ბლინდი; დე როონი (ლ. დე იონგი), ფ. დე იონგი, ვეინალდუმი; ბერგვეინი (ვან დე ბეეკი 60), დეპაი, ბაბელი (პრომესი 46).

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი)

რაც შეეხება მე-3 ადგილისთვის მატჩს, რომელიც ფინალამდე გაიმართა, ნულოვანი ფრით დასრულდა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გაარკვია, სადაც შვეიცარიელებზე უფრო ზუსტი ინგლისელები გამოდგნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]