weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

11:38 ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019

არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლიდერი და კაპიტანი, ლიონელ მესი, რომელიც აპრილში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად დასახელდა, პოპულარულ ჟურნალ Forbes-ის მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია.

ბიზნეს-ჟურნალის ინფორმაციით, სპორტსმენების შემოსავლები დათვლილია 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე. ამ პერიოდში მესის შემოსავალმა 127 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე 109 მილიონით კრისტიანო რონალდოა.

Forbes-ის მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა ათეული ასეთია:

  1. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 127 მილიონი
  2. კრისტიანს რონალდს (ფეხბურთი) - 109 მილიონი
  3. ნეიმარი (ფეხბურთი) - 105 მილიონი
  4. საულ ალვარესი (კრივი) - 94 მილიონი
  5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 93.4 მილიონი
  6. რასელ უილსონი (ამერიკული ფეხბურთი) - 89.5 მილიონი
  7. არონ როჯერსი (ამერიკული ფეხბურთი) - 89.3 მილიონი
  8. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 89 მილიონი
  9. სტეფ კარი (კალათბურთი) - 79.8 მილიონი
  10. კევინ დურანტი (კალათბურთი) - 65.4 მილიონი
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]