weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ხოჭოლავას „შახტარს“ ახალი მწვრთნელი ყავს

10:23 ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019

დონეცკის „შახტარს“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა ასპარეზობს, ისევ პორტუგალიელი სპეციალისტი, ლუის კასტრო გაწვრთნის, რომელმაც ამ პოზიციაზე „რომაში“ გადასული თანამემამულე პაულო ფონსეკა ჩაანაცვლა.

უკრაინულ კლუბსა და 57 წლის პორტუგალიელ მწვრთნელს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კასტრო ბოლოს „გიმარაესის“ თავკაცი გახლდათ, ხოლო იქამდე არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის, „ჩავესში“, „რიო ავესა“ და „პორტუ B”-ში.

შეგახსენებთ, რომ დონეცკის საფეხბურთო კლუბი უკრაინის მოქმედი ჩემპიონი გუნდის სახელით ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, სადაც პირდაპირ ქვეჯგუფში იქნება განთესილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]