weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2019

არგენტინამ „კოპა ამერიკა“ მარცხით დაიწყო [Video]

15:34 კვირა, 16 ივნისი 2019 hits 227

ბრაზილიაში მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ საკუთარი შეხვედრა გამართა არგენტინის ეროვნულმა გუნდმა. ტურნირის მეორე დღეს მესი და კომპანია შესანიშნავ ფორმაში მყოფმა კოლუმბიის ნაკრებმა დაამარცხა.

ლიონელ სკალონიმაც და კარლოს კეიროსმაც ძირითადი საბრძოლო შემადგენლობები დააყენეს. ქალაქ სალვადორის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, გოლები კი მეორე ნახევრის ბოლოსკენ გავიდა: ჯერ როხერ მარტინესმა აიღო ფრანკო არმანის კარი, შემდეგ კი - „ატალანტელმა“ დუვან საპატამ. ორივე ფეხბურთელი თამაშში შეცვლაზე შევიდა: პირველმა მე-14 წუთზე ტრავმირებული ლუის მურიელი შეცვალა, გასული სეზონის აღმოჩენა საპატამ კი მოედანზე შეცვლიდან ხუთ წუთში დაასრულა სწრაფი კონტრშეტევა გოლით.

ისიც უნდა ითქვას, რომ არგენტინელთა თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა. „ალბისელესტეს“ მეტოქის კართან ხეირიანი მომენტის შექმნა უჭირდა, რასაც ორივე გოლზე მცველების ცუდი თამაში დაემატა.

„ჩვენი საუკეთესო მოთამაშე ერთიანი გუნდია, შემდეგი მატჩი (ყატართან) გაცილებით რთული გვექნება, ეს მხოლოდ დასაწყისია“ - განაცხადა ნამატჩევს „კაფეტერთა“ პორტუგალიელმა დამრიგებელმა კარლოს კეიროსმა.

 

ამ თემაზე:

„კოპა ამერიკა“ ბრაზილიამ მოგებით გახსნა [Video]

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]