weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ფოთში ტაეკვონდოს ჩემპიონატზე სამი მწვრთნელი დააკავეს

20:52 კვირა, 16 ივნისი 2019

ფოთში, ტაეკვონდოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე, ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამი მწვრთნელი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მწვრთნელები სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მულხით არიან დაკავებულები, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, ინციდენტის მიზეზი ფედერაციის პრეზიდენტ სულხან ბაბუაძესა და მწვრთნელებს შორის წლების განმავლობაში არსებული დაპირისპირება გახდა. როგორც ტაეკვონდოს იმერეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რომეო გურეშიძემ განაცხადა, დღეს ისინი ბაბუაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

„შეხვედრას ვითხოვდით იმისთვის, რომ გაგვერკვია ყველაფერი, ბოლო ბოლო დასმულიყო წერტილი. ეს არ ხდება. მერე ის მოხდა, რომ წამოვიდნენ პროვოკაციაზე. ადამიანები ვართ - შეხლა-შემოხლა მოხდა, გამოვიდნენ გარეთ. სულხან ბაბუაძე შვიდი წელია ფედერაციის პრეზიდენტია. შვიდი წლის განმავლობაში ტაეკვონდოში არაფერი გაკეთებულა. ეს ხალხი განაწყენებულია, პიროვნულად კი არა, ფედერაციაში რომ არაფერი კეთდება იმის გამო“, – განაცხადა რომეო გურეშიძემ.

„მწვრთნელები და ინსტრუქტორები გამგეობის წევრმა გიორგი აბულაძემ წამოაგო პროვოკაციაზე. შეურაცხყოფა მოგვაყენა მთლიან გუნდს. მერე თვითონ გამოვიდა გარეთ - არავის არ გამოუყვანია და მოხდა ის, რაც მოხდა. ეს ყველაფერი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, იყო გინება და ჩხუბი. ეს არ უნდა ხდებოდეს ოჯახში, მაგრამ მივედით ამ მდგომარეობამდე“, – აღნიშნა მწვრთნელმა შოთა გუჩიშვილმა.

ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის იურისტი, ტარიელ კიკნაძე „რუსთავი 2“-თან ამბობს, რომ გიორგი აბულაძე დარბაზიდან გაიყვანეს და ცემეს. როგორც იურისტმა თქვა, მისთვის უცნობია, რა გახდა ჩხუბის მიზეზი.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]