weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ჩილემ იაპონია გაანადგურა [Video]

10:19 სამშაბათი, 18 ივნისი 2019

„კოპა ამერიკაზე“ სტუმრად მიწვეულ მეორე აზიურ გუნდს იაპონია წარმოადგენს, რომელიც სამხრეთ ამერიკულ ტურნირზე მთლიანად ექსპერიმენტული შემადგენლობითაა წარმოდგენილი. „ლურჯი სამურაები“ პირველ შეხვედრაში გათამაშების მოქმედმა ჩემპიონმა ჩილეს ნაკრებმა ოთხბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

იაპონიის ნაკრები, რომლის რიგებშიც 15 დებიუტანტია, პირველ ტაიმში ასე თუ ისე გაუძალიანდა ჩილეს, თუმცა ტაიმის მიწურულს გოლი მაინც გაუშვა. მეორე ნახევარში კი აზიის ვიცე-ჩემპიონებს გოლები შეტევის ლიდერებმა, ალექსის სანჩესმა და ედუარდო ვარგასმაც (დუბლი) გაუტანეს.

ამ გამარჯვებით რეინალდო რუედას გაწვრთნილი ჩილელები C ჯგუფში ფავორიტ ურუგვაის არ ჩამორჩნენ და მისნაირი ანგარიშით გაიმარჯვეს. იაპონია კი ალბათ ეკვადორთან ეცდება ქვეჯგუფში მე-3 ადგილისთვის ბრძოლას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]