weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

ბრაზილიამ ვენესუელას ვერაფერი დააკლო

10:25 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019 hits 136

მიმდინარე „კოპა ამერიკის“ მეორე ტურში ტურნირის მასპინძელმა და გათამაშების მთავარმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა ვენესუელას ვერაფერი მოუხერხა და უგოლო ფრეს დასჯერდა.

ტიტემ პირველი მატჩისგან მხოლოდ ერთი მოთამაშით განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა - ფერნანდინიო „ბარსელონელმა“ არტურმა ჩაანაცვლა. ბრაზილიელებმა უღიმღამო პირველი ტაიმი ჩაატარეს, მეორე ნახევარში კი უპირატესობას ფლობდნენ და ორი გოლიც გაიტანეს, რომლებიც რობერტო ფირმინოს თამაშგარეში ყოფნების გამო ვიდეორეფერიმ გააუქმა. საბოლოოდ ქალაქ სალვადორის „იტაიპავა არენა ფონტე ნოვაზე“ მაყურებელმა „სელესაოს“ უსტვინა. გულშემატკივრის კრიტიკა ტიტემაც დაიმსახურა, რადგან პუბლიკა დავიდ ნერესის ნაცვლად ძირითადში ევერტონის თამაშს ითხოვს.

A ჯგუფშივე პერუმ „მარაკანაზე“ ბოლივია 3:1 დაამარცხა და ბრაზილიის მსგავსად 4 ქულა დააგროვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]