weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სარის მთავარი სატრანსფერო მიზნები ცნობილია

11:02 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019

ტურინის „იუვენტუსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ იმ ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლების ხილვასაც მომავალ სეზონში თავის გუნდში ისურვებდა.

SportItalia-ს ცნობით, საუბარია „ინტერის“ თავდამსხმელ მაურო იკარდისა და „პარი სენ-ჟერმენის“ მცველ მარკინიოსზე. წყაროს მტკიცებით, „ინტერის“ ასევე ახალდანიშნულ მწვრთნელი ანტონიო კონტე „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ რომელუ ლუკაკუს გადაბირებასთან ახლოსაა და იკარდის სიამოვნებით გაასხვისებდა. თავის მხრივ, არგენტინელ ფორვარდს წინადადებები სხვა კლუბებიდანაც აქვს, მაგალითად - „რეალიდან“, მაგრამ პრიორიტეტულ ვარიანტად „იუვენტუსი“ ითვლება.

რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრების მცველ მარკინიოსს, მისი ტრანსფერი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ პარიზული კლუბი წარმატებით მოელაპარაკება „აიაქსის“ კაპიტანს, ჰოლანდიელ მცველ მატეის დე ლიგტს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]