weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

ევროტურნირებზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

14:03 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019 hits 472

მომავალი სეზონისთვის UEFA-მ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე კენჭისყრა გამართა, სადაც ქართული საფეხბურთო კლუბების პირველი მეტოქეები გახდა ცნობილი.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „საბურთალოს“ მეტოქე ტირასპოლის „შერიფი“ იქნება. მოლდოვული კლუბის გარდა საბურთალოელთა შესაძლო მეტოქეები გლაზგოს „სელტიკი“ (შოტლანდია), ბრატისლავის „სლოვანი“ (სლოვაკეთი), „ყარაბახი“ (აზერბაიჯანი) და „დუდელანჟი“ (ლუქსემბურგი) იყვნენ.

საბურთალო-შერიფის შეხვედრები 9-10 ივლისსა და 16-17 ივლისს ჩატარდება.

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება თბილისის „დინამო“, რომელიც „ლა ფიორიტასა“ (სან მარინო) და „ენგორდანის“ (ანდორა) შორის გამარჯვებულს ეთამაშება, ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ შიმქენთის „ორდაბასის“ შეხვდება, ხოლო საჩხერის „ჩიხურა“ – ლუქსემბურგის „ფოლა ეშს“.

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩები 11 და 18 ივლისს ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]