weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2019

არგენტინამ ქულები ისევ დაკარგა

11:04 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019 hits 131

ბრაზილიაში მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ მეორე ტურის შეხვედრები შედგა B ჯგუფში, სადაც კოლუმბიამ მეორე გამარჯვებით გაიფორმა შემდეგი ეტაპის საგზური, არგენტინის ნაკრები კი ჯერაც მოუგებლადაა.

კოლუმბია-ყატარის შეხვედრაში კარლოს კეიროსის ფეხბურთელებმა აზიური წინააღმდეგობა მატჩის მიწურულს გატეხეს. „კაფეტერთა“ რიგებში გამარჯვების გოლი სერია A-ს უკანასკნელი სეზონის აღმოჩენამ, „ატალანტაში“ მობურთალმა დუვან საპატამ 86-ე წუთზე გაიტანა და კოლუმბია ქვეჯგუფიდან მეოთხედფინალში ოფიციალურად გაიყვანა.

მძიმე მდგომარეობაშია არგენტინის ნაკრები, რომელმაც ქულები პარაგვაისთან გაიყო და უნდა ითქვას, რომ მარცხს გადაურჩა. ლიონელ სკალონის გუნდი 37-ე წუთიდან მარცხდებოდა და გათანაბრება 63-ე წუთზე ლიონელ მესის პენალტის წყალობით მოახერხა, ხუთ წუთში კი თერთმეტმეტრიანი პარაგვაელთა სასარგებლოდ დაინიშნა, რომელიც “ალბისელესტეს“ მეკარე ფრანკო არმანიმ მოიგერია და გუნდს პლეი-ოფის შანსი დაუტოვა - ბოლო ტურში არგენტინას ყატარის დამარცხება მართებს, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად შესაძლოა, ესეც არ ეყოს, რადგან სხვა გუნდებზეც იქნება დამოკიდებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]