weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2020

ტაეკვონდოში ქართველ სპორტსმენებს კორეელი სპეციალისტები მოამზადებენ

10:48 პარასკევი, 14 ივლისი 2017 hits 862

13 ივლისს სპორტულ კომპლექს „არენა 1-ში” ტაეკვონდოს სამხრეთ კორეელი სპეციალისტების თეორიული და პრაქტიკული სემინარი გაიმართა, რომელიც ქართველი სპორტსმენებისთვის ჩატარდა. ღონისძიებას დაესწრნენ ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

4 კორეელი სპეციალისტი საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციამ მსოფლიოს ტაეკვონდოს ფედერაციის დახმარებით ჩამოიყვანა. ისინი საქართველოში 40 დღე დარჩებიან და ქართველ სპორტსმენებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ. მოწვეული სტუმრები თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებენ და პირველად ბახმაროში ჩავლენ, სადაც საქართველოს ნაკრები ფიზიკურ მომზადებას გადის.

კორეელები ეროვნულ ნაკრებს, რომელიც სექტემბერში მინსკში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, 12 დღის განმავლობაში გამოცდილებას გაუზიარებენ, მოგვიანებით კი ქობულეთს ესტუმრებიან და საქართველოს კადეტთა ნაკრებს 13 დღის განმავლობაში მოამზადებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]