weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ურუგვაი იაპონიას დაუზავდა

11:04 პარასკევი, 21 ივნისი 2019

ბრაზილიაში მიმდინარე „კოპა ამერიკის“ ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მორიგი მინი-სენსაცია დაფიქსირდა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ურუგვაი ნაკრებმა იაპონიის ექსპერიმენტულ შემადგენლობასთან ფრედ ითამაშა.

C ჯგუფის შეხვედრა პორტო ალეგრიში, „არენა დო გრემიოზე“ გაიმართა. ანგარიში იაპონელებმა 25-ე წუთზე გახსნეს. გოლის ავტორი ნაკრების დებიუტანტი კოჯი მიიოში გახდა. შვიდ წუთში ურუგვაელთა ლიდერმა ლუის სუარესმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და წონასწორობა აღადგინა. 59-ე წუთზე მიიოშიმ მეკარე ფერნანდო მუსლერას არადამაჯერებელი თამაშის წყალობით დუბლი გაიფორმა, შვიდ წუთში კი საბოლოო ანგარიში მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველმა ხოსე მარია ხიმენესმა კუთხურიდან თავურით დააფიქსირა - 2:2.

შეგახსენებთ, რომ ამავე ქვეჯგუფში ჩილე და ეკვადორი გამოდიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]