weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ყაზაიშვილმა კვლავ გაიტანა [Video]

14:08 პარასკევი, 21 ივნისი 2019

„სან ხოსე ერსქვეიკსის“ ქართველმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა. ამერიკის ღია თასის მერვედფინალურ მატჩში სტუმრად „ლოს ანჯელესთან“ 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ანგარიში გახსნა.

ყაზაიშვილმა თანაგუნდელის კარგ გადაცემას მე-7 წუთზე შესანიშნავად გამოეხმაურა და კონტრშეტევა გოლით დაასრულა. ამის შემდეგ მასპინძელმა ლოს ანჯელესელებმა სამი გოლი გაუტანეს სან ხოსელებს. შეხვედრაში გურამ კაშიამაც მიიღო მონაწილეობა.

ამ მარცხით „სან ხოსე ერსქვეიკსი“ ღია თასს გამოეთიშა, „ლოს ანჯელესი“ კი მეოთხედფინალში გავიდა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე MLS-ის დასავლეთ კონფერენციის ლიდერი სწორედ ბობ ბრედლის გაწვრთნილი „ლოს ანჯელესი“ ლიდერობს, ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას „სან ხოსე“ კი 12 გუნდში მე-8 პოზიციაზეა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]