weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2019

ჩილემ მეორე შეხვედრაც მოიგო

10:26 შაბათი, 22 ივნისი 2019 hits 158

„კოპა ამერიკის“ მეორე ტურის უკანასკნელ მატჩში ერთმანეთს ეკვადორი და ჩილე დაუპირისპირდნენ. ორი კოლუმბიელი მწვრთნელის, ერნან დარიო გომესისა და რეინალდო რუედას დაპირისპირება ამ უკანასკნელის გაწვრთნილი ჩილელების გამარჯვებით დასრულდა.

ჩილე სწრაფი გოლით დაწინაურდა: მე-8 წუთზე ხოსე პედრო ფუენსალიდამ კუთხურიდან არეულობით ისარგებლა და ზუსტად დაარტყა, რასაც ეკვადორელებმა მთავარმეგოლე ენერ ვალენსიას 26-ე წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით უპასუხეს. მეორე ნახევრის დასაწყისში ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები ნაკრების ბომბარდირმა ალექსის სანჩესმა წინ გაიყვანა და როგორც აღმოჩნდა, გამარჯვების გოლი გაიტანა. ეკვადორელებმა მატჩი კვლავ ვერ ჩაამტავრეს სრულად - საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე არგენტინელმა არბიტრმა მოედნიდან გაბრიელ აჩილიერი გააძევა.

ამრიგად, C ჯგუფში ჩილე ორი მოგებით გალიდერდა, ბოლო ტურში კი ამავე ქვეჯგუფის მთავარ კონკურენტ ურუგვაის შეხვდება. რაც შეეხება აუტსაიდერ ეკვადორს, მესამე მატჩში იაპონიას ეთამაშება და პლეი-ოფში მოსახვედრად მიზერული შანსის გამოყენებას შეეცდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]