weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა

10:17 შაბათი, 22 ივნისი 2019

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა ფერნანდო ტორესმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. 35 წლის ფორვარდი ბოლოს იაპონურ „საგან ტოსუს“ ღირსებას იცავდა.

ფერნანდო ტორესმა კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ დაიწყო, რის შემდეგაც იგი „ლივერპულში“, „ჩელსისა“ და „მილანში“ თამაშობდა.

„ჩელსის“ შემადგენლობაში ტორესმა ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა, ასევე ინგლისის თასი მოიგო. ევროპა ლიგის მეორედ მოგება კი „ატლეტიკოში“ დაბრუნების შემდეგ მოახერხა.

ესპანეთის ნაკრებში ტორესი 2003 წლიდან თამაშობდა (110 მატჩი, 38 გოლი). 2010 წელს მსოფლიოს, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]