weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბრაზილია და ვენესუელა მეოთხედფინალში გავიდნენ [Video]

12:31 კვირა, 23 ივნისი 2019

მიმდინარე „კოპა ამერიკის“ გათამაშებაზე მე-3 ტურის მატჩები შედგა A ჯგუფში, სადაც პლეი-ოფის საგზურები მასპინძელმა ბრაზილიამ და ვენესუელამ გაიფორმეს, პერუს ნაკრები კი სხვა გუნდებზეა დამოკიდებული, რათა შემდგომ ეტაპზე თამაში შეძლოს.

სან პაულოს „არენა კორინთიანსზე“ ანგარიში ბრაზილიელმა შუახაზელმა კაზემირომ მე-12 წუთზე კუთხურიდან სადებიუტო გოლით გახსნა, რასაც მალევე რობერტო ფირმინოს კურიოზული გოლი მოყვა. სხვაობა სამამდე ძირითადში პირველად გამწესებულმა „გრემიოს“ ფორვარდმა ევერტონ სოარესმა უზუსტესი დარტყმით გაზარდა. მეორე ნახევარში პერუელთა რბევა კაპიტნის სამკლავურით მოთამაშე ვეტერანმა დანი ალვესმა გააგრძელა და შეცვლაზე შესულმა ვილიანმა ულამაზესი დარტყმით ბოლო წუთზე დაასრულა, რის შემდეგაც გაბრიელ ჟეზუსმა პენალტიც გააფუჭა.

ბელო ორიზონტეში ბოლივია-ვენესუელის შეხვედრა დარვინ მაჩისის პირველივე წუთზე გატანილი გოლით გაიხსნა. მანვე გაიტანა მეორე ტაიმის სტარტზე, 82-ე წუთზე ბოლივიამ სხვაობა შეამცირა, თუმცა რამდენიმე წუთში მესამე გოლი მიიღო და ქვეჯგუფის ფსკერზე 0 ქულით დარჩა.

ამრიგად, ბრაზილია და ვენესუელა კოლუმბიასა და ჩილეს შეუერთდნენ მეოთხედფინალში, თუმცა ჯერ-ჯერობით მათი მეტოქეების ვინაობა ცნობილი არაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]