weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მინსკი 2019: საქართველოს მონაგარში უკვე 20 მედალი და კვლავ გუნდური მესამე ადგილია

11:14 სამშაბათი, 25 ივნისი 2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართულ დელეგაციას აქტივში უკვე 20 მედალი დაუგროვდა. საქართველო მედლების საერთო ჩათვლაში, რუსეთისა და ბელარუსის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

ამ დროისთვის მედალოსანი ქართველი სპორტსმენების სია ასეთია:

სამბო:

ოქროს - ბექა ბერძენიშვილი, ლევან ნახუცრიშვილი, დავით ლორიაშვილი, ვახტანგ ჩიდრაშვილი.

ვერცხლი - მინდია ლილუაშვილი, ელენე ქებაძე, ნინო ოძელაშვილი.

ბრინჯაო - ბესარიონ ბერულავა, გივი ნადარეიშვილი, გენადი ჩირგაძე, პაატა ჭვინიაშვილი.

ძიუდო:

ოქრო - ლუხუმ ჩხვიმიანი, გურამ თუშიშვილი.

ვერცხლი - ვარლამ ლიპარტელიანი

ბრინჯაო - ლუკა მაისურაძე, ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.

ბატუტზე ხტომა (ინდივიდუალური):

ვერცხლი - ლუბა გოლოვინა

ტყვიის სროლა 50-მეტრიან დისტანციაზე (წყვილებში):

ბრინჯაო - ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]