weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„მოედანზე პროტესტი გულისამრევია“ - ახრიკ ცვეიბა

12:11 სამშაბათი, 25 ივნისი 2019

თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელის, ახრიკ ცვეიბას თქმით, გულისამრევია, როდესაც ფეხბურთელი პოლიტიკას სპორტში ურევს.

ვეტერანი ფეხბურთელი ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „ლოკომოტივისა“ და „რუსთავის“ მოთამაშეების პროტესტს გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, ქართველმა ფეხბურთელებმა მოედანზე რუსეთის ოკუპაცია გააპროტესტეს, ცვეიბას თქმით კი, ეს მიუღებელია.

„მოთამაშეებისთვის საფეხბურთო მოედანი წმინდა ადგილია, სადაც ისინი საკუთარ ოსტატობას აჩვენებენ და სიამოვნებას იღებენ. პოლიტიკა კი პოლიტიკის ადგილზე უნდა დარჩეს. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა საკუთარი აზრი არ უნდა გამოხატოს. მოედნის მიღმა - კი, ბატონო, რაც უნდა ის უქნიათ, თუ უნდათ თავზე დადგნენ. ვიმეორებ, ფეხბურთს ნუ გარევენ პოლიტიკაში.

ჩემ დროს მოთამაშეები პოლიტიზირებულები არ იყვნენ. საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა უნდოდა, მაგრამ ეს პოლიტიკა იყო და მოთამაშეებს ეს არ აინტერესებდათგანაცხადა ცვეიბამ“, - განაცხადა ახრიკ ცვეიბამ.

ახრიკ ცვეიბა 1966 წელს აფხაზეთში, გუდაუთაში დაიბადა, კარიერა კი სოხუმის „დინამოში“ დაიწყო. 1985-89 წლებში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც კიევის „დინამოში“ გადავიდა. გამოდიოდა იაპონურ, ჩინურ და რუსულ კლუბებშიც.

სანაკრებო დონეზე ამპლუით მცველი ახრიკ ცვეიბა 1990-1991 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა (18 მატჩი, 1 გოლი) და მონაწილეობა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც მიიღო, 1992 წელს ევროპის ჩემპიონატზე დსთ-ს სახელით მოასპარეზე ეროვნულ გუნდში იყო, იგივე წელს 1 მატჩი უკრაინის ნაკრებში გამართა, შემდეგ კი რუსეთის ნაკრების მაისურით ჩაატარა 8 შეხვედრა.

 

ამ თემაზე:

რატომ არ დასჯის UEFA ქართულ კლუბებს

 

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]