weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ბუფონი „იუვენტუსში“ ბრუნდება

10:31 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ტურინის „იუვენტუსს“ ერთწლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება. სენსაციურ ცნობას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

როგორც დი მარციო საკუთარ ვებგვერდზე წერს, ბუფონი ტურინული გუნდის ხელმძღვანელებს ესაუბრა და უკვე თანხმობა განუცხადა ვოიცეხ შჩესნის დუბლიორობაზე.

ტრანსფერის წარმატების შემთხვევაში ბუფონი „ბებერ ქალბატონთან“ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მომავალ წელს კარიერას დაასრულებს, მერე კი „იუვეს“ სტრუქტურაში რომელიმე პოზიციას დაიკავებს.

ჯიჯი ბუფონმა „იუვენტუსში“ 17 სეზონი გაატარა. 2001-2018 წლებში მან კლუბის შემადგენლობაში ცხრაჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი სერია A, ერთხელ სერია B, ოთხჯერ იტალიის თასი, ხუთჯერ კი იტალიის სუპერ თასი.

41 წლის გოლიკიპერმა უკანასკნელ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ითამაშა, სადაც საფრანგეთის ჩემპიონი და ქვეყნის სუპერ თასის მფლობელი გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]