weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სილესენს „ბარსელონაში“ ნეტო შეცვლის

11:33 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

ჰოლანდიის ნაკრების გოლკიპერი და „ბარსელონას“ სათადარიგო მეკარე იასპერ სილესენი კარიერას „ვალენსიაში“ გააგრძელებს, კატალონიური კლუბი კი სანაცვლოდ ვალენსიელებისგან მეკარე ნეტოს მიიღებს.

როგორც პრესტიჟული გამოცემა Marca წერს, კატალონიურ კლუბში მეორე მეკარის ფუნქციებს სწორედ 29 წლის ბრაზილიელი მეკარე შეასრულებს. ნეტოს „ვალენსიამდე“ ტურინის „იუვენტუსსა“ და ფლორენციის „ფიორენტინაშიც“ უთამაშია, კარიერა კი სამშობლოში, „ატლეტიკო პარანაენსეში“ დაიწყო.

რაც შეეხება სილესენს, ჰოლანდიელი მეკარე „ბარსაში“ 2016 წელს „აიაქსიდან“ გადავიდა, თუმცა 3 სეზონის განმავლობაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელი იყო, ძირითადად სათასო მატჩებში მონაწილეობდა და ესპანეთის ჩემპიონატში სულ 5 მატჩი ითამაშა.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონა“ ასევე შეელია პორტუგალიელ ნახევარმცველ ანდრე გომესს, რომელიც ლივერპულის „ევერტონში“ იჯარით იყო განათხოვრებული. 25 წლის ფეხბურთელი სწორედ „ლურჯებმა“ გამოისყიდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]