weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თუშიშვილი ჩემპიონია, ლიპარტელიანი ვერცხლს დასჯერდა

10:09 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას კიდევ ორი მედალი შეემატა. გურამ თუშიშვილმა +100 კგ წონითი კატეგორიის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ინალ თასოევი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა, -100 კგ წონით კატეგორიაში კი ფინალი ვარლამ ლიპარტელიანი ასევე რუსეთის წარმომადგენელ არმან ადამიანთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი ერგო.

ცნობისთვის, ლიპარტელიანი ოთხი წლის წინ, ბაქოს ევროპულ თამაშებზეც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა მინსკში სულ 7 მედალი მოიპოვეს, ამათგან ოქროსი - ლუხუმ ჩხვიმიანმა და გურამ თუშიშვილმა.

მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართულ დელეგაციას ჯამში 22 მედალი აქვს: 6 ოქრო, 6 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]