weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე სერბეთთან დამარცხდა

10:47 შაბათი, 25 მარტი 2017

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებსა და სერბეთს შორის თბილისში „დინამო არენაზე“ გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა და იყო შანსი პირველი გამარჯვებაც მოეპოვებინა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მაგრამ ეროვნულ გუნდი თავისივე უპატიებელი შეცდომების წყალობით ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძელი „ჯვაროსნებისთვის“ იდეალურად დაიწყო - გამოცდილი სერბი მცველი ალექსანდარ კოლაროვი შეცდა და მეკარეზე უკან გაკეთებული პასით ნიკა კაჭარავა დატოვა პირისპირ, რომელმაც მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ საქართველოს ნაკრებს მეორე გოლიც უნდა გაეტანა. ვაკო ყაზაიშვილი ორჯერ დარჩა მეკარე ვლადიმირ სტოიკოვიჩთან პირისპირ – ჯერ გოლკიპერმა აუღო ძლიერი დარტყმული, შემდეგ კი კაჭარავას დიდებული პასით ცარიელი დარჩა ერთ-ერთზე, ურეალურესი მომენტიდან დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუარა შორეულ ძელს, უფრო მეტად გულდასაწყვეტია, რომ ყაზაიშვილს ჯანო ანანიძე ეხსნებოდა ცარიელი კარის წინ, მაგრამ ელემენტარულ სიტუაციაში პარტნიორს პასი არ მისცა. ტაიმის მიწურულს 44-ე წუთზე მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ მეორე შეცდომა დაუშვა - საკუთარ საჯარიმოში მეტოქე ფეხბურთელი წააქცია, ხოლო დანიშნული პენალტი გოლად დუშან ტადიჩმა აქცია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გარდამტეხი მომენტი შეხვედრაში რამაც ყველაფერი შეცვალა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს ნახევრად საგოლე მომენტიც არ შეუქმნიათ, სერბებმა კი მშვიდად და აუღელვებლად მიაღწიეს სასურველ შედეგს. 65-ე წუთზე ალექსანდარ მიტროვიჩმა მაღალი კლასი აჩვენა და თავისიანები მოხდენილი გოლით დააწინაურა, ხოლო შეხვედრას წერტილი შეცვლაზე შესულმა მიატ გაჩინოვიჩმა დაუსვა – 1:3. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სერბეთის ნაკრებმა კარის ჩარჩოში მხოლოდ სამჯერ დაარტყა და სამი გოლი გაიტანა.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდს ამ დროისთვის 5 ტურის შემდეგ კვლავაც ორი ქულა აქვს, რომელიც ორი ფრედ დასრულებული მატჩით მოიპოვა.

საქართველო – სერბეთი 1:3

საქართველო (4-3-3): ლორია; კაკაბაძე (არაბიძე 70), კაშია, კვერკველია, ნავალოვსკი; გვილია, კვეკვესკირი, კანკავა; ყაზაიშვილი (ქვილითაია 83), კაჭარავა, ანანიძე.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

სერბეთი (3-4-1-2): ვ. სტოიკოვიჩი; ივანოვიჩი, ნ. მაქსიმოვიჩი, კოლაროვი; ა. რუკავინა, მილივოიევიჩი, მატიჩი, ობრადოვიჩი (ვუკოვიჩი 46); დ. ტადიჩი; კოსტიჩი (გაჩინოვიჩი 81), მიტროვიჩი (გუდელი 71).

მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი

გოლები: 1:0 კაჭარავა (5), 1:1 ტადიჩი (45 პ.), 1:2 მიტროვიჩი (65), 1:3 გაჩინოვიჩი (86).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]