weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

საქართველოს ნაკრებმა ლატვია 5:0 დაამარცხა

10:20 ოთხშაბათი, 29 მარტი 2017

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ლატვიის წინააღმდეგ ხუთბურთიანი სხვაობით მოიგო. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიელებთან გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა.

„ჯვაროსნებს“ მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს, დიდი ხანია ქვეყნის პირველ გუნდს ასე კარგად არ უთამაშია. შეხვედრაში დუბლი შეასრულა მოსკოვის „სპარტაკის“ წევრმა ჯანო ანანიძემ და ვენის „რაპიდის“ ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ. ბოლო, მეხუთე გოლი კი შეცვლაზე შესული 19 წლის გიორგი არაბიძის ანგარიშზეა.

საქართველო - ლატვია 5:0

საქართველო: მაკარიძე, ლობჟანიძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი (ტაბიძე 77), ჯიღაური (არაბიძე 62), ანანიძე (ყაზაიშვილი 83), კვეკვესკირი, გვილია (კიტეიშვილი 36), ქვილითაია (კაჭარავა 77), დვალიშვილი (კობახიძე 62).

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ლატვია: ვანიინსი (შტეინბორსი 46), დ. იკაუნიეკსი, მაქსიმენკო, ო. ლაიზანსი (ლაზდინსი 80), ვიშნიაკოვსი (რაკელსი 46), სოლოვიოვსი, გორკშსი, ი. იკაუნიეკსი, იაგოდინსკისი (ოშსი 46), კარლსონსი (შაბალა 46), კლუშკინსი (ლუკიანოვსი 65).

მწვრთნელი: მარიანს პაჰარსი

გოლები: ანანიძე (18 პენ), ქვილითაია (33), ქვილითაია (66), ანანიძე (76), არაბიძე (89).

გაფრთხილება: დვალიშვილი (36), კლუშკინსი (57), დ. იკაუნიეკსი (58), მაქსიმენკო (67), ხოჭოლავა (74), კიტეიშვილი (84), ი. იკაუნიეკსი (84).

მსაჯი: სურენ ბალიანი (სომხეთი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]