weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ყაზაიშვილს ვეღარ აჩერებენ: ქართველი ფეხბურთელის 6 გოლი ბოლო 4 მატჩში [Video]

12:23 კვირა, 30 ივნისი 2019

ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში (MLS) შესანიშნავ ასპარეზობას განაგრძობს „სან ხოსე ერსქვეიკსის“ ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი. ახალგაზრდა შემტევმა ფეხბურთელმა ამჯერად „ლოს ანჯელეს გალაქსის“ ძლევაში შეიტანა დიდი წვლილი, სან ხოსელთა მეორე ქართველმა წევრმა, მცველმა გურამ კაშიამ კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამოკეტა.

კალიფორნიულ დერბიში ანგარიში მე-11 წუთზე სწორედ ყაზაიშვილმა უზუსტესი დარტყმით გახსნა და სან ხოსეური კლუბის მაისურით გამართულ ბოლო 5 მატჩში მე-6 გოლი გაიტანა. 26 წლის ფეხბურთელმა 81-ე წუთზე საგოლე პასიც მიითვალა, მისმა გუნდმა კი საბოლოოდ 3:0 მოიგო.

ამ გამარჯვებით „სან ხოსე ერქსვეიკსს“ MLS-ის მიმდინარე გათამაშებაში 25 ქულას მოუყარა თავი და დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]