weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმში კოკკაის სახელობის სუმოს ევროპის ღია ტურნირი გაიმართება

16:20 კვირა, 30 ივნისი 2019

2019 წლის 6 ივლისს ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი Kokkai Open Cup 2019 გაიმართება.

აღნიშნულ ტურნირზე მოწვეულია ევროპის ყველა ის ქვეყანა, რომელსაც აქვს აქტიური სუმოს ფედერაცია. ბათუმში გამართული ტურნირი ხელს შეუწყობს იაპონიისა და საქართველოს ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და იგი მნიშვნელოვნად წაახალისებს სუმოს საქართველოში.

საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია არამარტო პირველი ქართველი, არამედ პირველი ევროპელი სუმოტორია, რომელმაც იაპონიაში 12 წელი იასპარეზა და სუმოს ელიტაში ღირსეული ადგილი დაიკავა. მისი საბრძოლო სახელი კოკკაი იყო, რაც ითარგმნება, როგორც „შავი ზღვა“, სწორედ ამიტომ სიმბოლურია, რომ ტურნირი იმართება ბათუმში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]