weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2019

არგენტინამ ჩილეს რევანში აუღო

01:02 კვირა, 07 ივლისი 2019 hits 204

მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ ბოლოსწინა მატჩი სან პაულოს „არენა კორინთიანსზე“ შედგა, სადაც ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები, არგენტინა და ჩილე დაუირისპირდნენ. ამ ტურნირის წინა ორი გათამაშების ფინალისტთა უშეღავათო ბრძოლაში ხშირი იყო უხეშობა, შეხლა-შემოხლა და მატჩის არბიტრმაც მოედნიდან ორი ფეხბურთელი, მათ შორის ლიონელ მესი გააძევა.

შეხვედრა არგენტინამ უკეთ დაიწყო და საწყის ოც წუთში უკვე ორი ბურთის სხვაობით იგებდა - ლიონელ მესის შთამბეჭდავი პასით ჯერ სერხიო აგუერო გავიდა მეკარესთან პირისპირ და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი, შემდეგ კი ლაუტარო მარტინესის არყოფნის გამო სასტარტოში გამწესებულმა პაულო დიბალამ იხეირა.

ამის შემდეგ მოედანზე სიტუაცია აირია, პარაგვაელმა მსაჯმა მარიო დიას დე ვივარმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და არცთუ ისე განსაკუთრებულ ვითარებაში ორივე გუნდის კაპიტანს, გარი მედელსა და ლიონელ მესის წითელი ბარათები უჩვენა - ჩილელი მცველი ბარათს იმსახურებდა, მესის გაძევება კი ცოტა უცნაური ჩანდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში მეორედ მიიღო ნაკრების მაისურით წითელი ბარათი.

სათამაშო ტემპი დაეცა, ჩილემ კი მეორე ტაიმში სხვაობა ვიდეორეფერის მიერ დანიშნული პენალტით შეამცირა - თერთმეტმეტრიანი არტურო ვიდალმა გაიტანა. თამაში, რომელშიც მსაჯმა ბარათები ცხრაჯერ გამოიყენა, საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, საგოლე მომენტები კიდევ შეიქმნა. გატანა „ალბისელესტეს“ უფრო შეეძლო, საბოლოოდ კი სხვაობა აღარ შეცვლილა. „ალბისელესტემ“ წინა ორ „კოპა ამერიკის“ ფინალებში განცდილი მარცხისთვის ჩილელებზე რევანში აიღო და მიმდინარე ტურნირის მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]